აქტუალური
სერგეი ლავროვი: ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე - თბილისისთვის კარი ღია რჩება

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც თბილისისთვის კარი ღია რჩება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს 3+3 ფორმატის ძირის გამოთხრაზე.

ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში [3+3] შემოერთებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა შედგა, თბილისისთვის კარი ღია რჩება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე", - განაცხადა ლავროვმა ორშაბათს პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ.