უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება - მოსკოვი ამიერკავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ხედავს

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოსკოვის პრინციპული პოზიცია აცნობა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება.

რუსული მედიის ცნობით, პოზიცია შეეხება მოლაპარაკებების ფორმატის მრავალთვიანი შეფერხების მიუღებლობას. უწყების აზრით, მოლაპარაკებები არამოტივირებულად გაუქმდა და გადაიდო.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება, გადაჭრას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის - სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც „მოსკოვი ხედავს საქართველოს მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით“, ასევე ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციის პროცესის დაწყებით, მათი შემდგომი დემარკაციის გზით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი, გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ და ეუთოს თანათავმჯდომარე ვიორელ მოშანუ.

interpressnews.ge