რედაქტორისგან
„პეპლის ეფექტი“ - ვინ ახდენს უცხოეთის აგენტების ინვესტირებას საქართველოში - ხიდირბეგიშვილი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიმართავს

  ბატონო ირაკლი,

   მოგეხსენებათ, მარტში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოპულარობის რეიტინგმა ანტირეკორდი დაამყარა და 28%-მდე დაეცა, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოპულარობის რეიტინგი, რომელიც ყოველთვის ნულის ქვემოთ იყო. პარიზელ კოლეგებს მიაჩნიათ, რომ მეხუთე რესპუბლიკა რევოლუციის ზღვარზეა, რომელიც საყოველთაო ევროპულში გადაიზრდება, რადგან უზრუნველყოფილმა ევროპელმა გადამხდელმა დღეს თვალებში ჩახედა სიღარიბეს, რომელიც მან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადალახა და მეტი აღარ სურს სხვისი ინტერესებისთვის ხარკის გაღება.

წარმომიდგენია, რამდენად რთულია თქვენთვის, „პარიზი 1-ის პანთეონ-სორბონის“ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის, მართოთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი, პოლიტიკური ოპოზიცია, მედია და „სამოქალაქო სექტორი“ უცხოური გავლენის აგენტები ან უცხოეთის სპეცსამსახურების რეზიდენტები არიან, თანაც, დაბალი IQ-ით. ამ წერილის სათაურის წაკითხვისას მათ ალბათ იფიქრეს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე გწერთ, მაგრამ შეცდნენ - საუბარი შეეხება საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საქმიანობას. ამასთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა ზოგიერთი ფაქტი, რა თქმა უნდა, თქვენთვის ცნობილია.

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

   რასაკვირველია, თქვენ იცით, რომ "პეპლის ეფექტს" არავითარი კავშირი არ აქვს ეგრეთ წოდებულ "ღამის პეპლებთან", ეს ამერიკელი მათემატიკოსის, ედვარდ ლორენცის ტერმინია, რომელიც ფრანგ მათემატიკოს, ანრი პუანკრესთან ერთად, ქაოსის თეორიის დამფუძნებელია, რომლის მიხედვითაც პეპელას, რომელიც ფრთებს აიქნევს, შეუძლია გამოიწვიოს ეფექტების ზვავი, რაც გამოიღებს არაპროგნოზირებად შედეგებს დედამიწის სხვა ნაწილშიც კი - მაგალითად, წყალდიდობას ან ტორნადოს. "პეპლის ეფექტის" კლასიკურ ილუსტრაციად მიიჩნევა ამერიკელი მწერლის, რეი ბრედბერის სამეცნიერო-ფანტასტიკური მოთხრობა "ჭექა-ქუხილიხმა", მაგრამ მკითხველს არ შევაწუხებ "ლორენცის პეპლის" სქემის განმარტებით, რომელიც ასახავს არაწრფივი დიფერენციალური განტოლებების სისტემის ამოხსნის ბინარულობას სხვადასხვა პარამეტრებისას, რომლებიც მიისწრაფვიან ერთ-ერთი ფრთა - ატრაქტორისკენ (იხ. სქემა № 1).

რაკიღა ქვემოთ დიდ ბრიტანეთზე ვისაუბრებთ, ძველ ინგლისურ ანდაზაზე დაფუძნებულ ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან, რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში: სამჭედლოში, სადაც ცხენს ნალებს აკრავდნენ, ერთი ლურსმანი დააკლდა, რის გამოც ბრძოლისას მან ნალი დაკარგა და წაიფორხილა; ცხენოსანი - კავალერიის მეთაური - უნაგირიდან გადმოვარდა და დაიღუპა, რის შედეგადაც ბრძოლა, შემდეგ კი - მთელი კამპანიაც მარცხით დასრულდა; დაიღუპა ბევრი ადამიანი და მსოფლიოს მართვა გამარჯვებულმა ქვეყანამ დაიწყო და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ოდესღაც სამჭედლოში ცხენის დასაჭედად ერთი ლურსმანი დააკლდათ...

ბატონო პრემიერო,

   ქვემოთ თქვენს ყურადღებას მივაპყრობ მხოლოდ ფაქტებს, ციფრებსა და სქემებს, რომლებიც ირიბად ადასტურებენ, რომ დღეს სამხრეთ კავკასიის და ვით შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ბედი დამოკიდებულია პეპელავით პატარა, ლამაზ და უსუსურ საქართველოზე. სასწორის რომელ პინაზეც დაეშვება პეპელა, ის გადაწონის“ - საქართველოს მთავრობის, რომელსაც თქვენ, ბატონო ირაკლი, მეთაურობთ, საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, უდავოდ მოახდენს გავლენას ჩვენს კავკასიელ მეზობლებზე - სომხეთსა და აზერბაიჯანზე, შესაბამისად, გარკვეულწილად ძალთა ბალანსზე რუსეთსა და აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ისრაელს, ირანსდა თურქეთს შორის.

გაუძლებს თუ ვერა საქართველო დასავლური ალიანსის - ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობის წნეხს, რომლის დირიჟორიც გაერთიანუბული სამეფო, ხოლო პირველი ვიოლინო - გაერთიანებული შტატები არიან? ეს დიდწილად განსაზღვრავს, თუ გზას დაადგებიან ამიერკავკასიის ქვეყნები, რაც უდავოდ მოახდენს გავლენას დასავლეთ-აღმოსავლეთისგლობალურ დაპირისპირებაზე რავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესში.

ამაში დავრწმუნდი კომპეტენტურ სომეხ, აზერბაიჯანელ და ისრაელელ ექსპერტებთან საუბრის შემდეგ, რომლებიც სერიოზულად არიან შეშფოთებულნი არსებული პოლიტიკური ვითარებით, მათ შორის - საქართველოში, რომელსაც ისინი დამსახურებულად მიიჩნევენ მეორე სამშობლოდ. დიდ ბრიტანეთში ქართველმა ემიგრანტებმა კი ძალიან მართებულად შემახსენეს 2016 წლის 5 და 19 დეკემბრის პროგნოზები:

2016 წლის 5 დეკემბერი - "აშშ კავკასიაში ჩაანაცვლებს დიდ ბრიტანეთს - CSSF გეგმები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში" - საქინფორმი

2016 წლის 19 დეკემბერი - "არნო ხიდირბეგიშვილი - რუსული პროპაგანდისა და საქართველოში შემოსული მილიონობით გირვანქა სტერლინგის შესახებ"

ზემოხსენებულ ანალიტიკურ პუბლიკაციებში დეტალურად არის განხილული კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის ფონდის (CSSF, დიდი ბრიტანეთი) პროგრამა საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში 2016-2017 წლებში.

   კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის ფონდი (CSSF) შეიქმნა 2015 წელს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. ფონდის სტრუქტურა მოიცავდა ზემოაღნიშნულ სამინისტროებთან არსებულ უწინ მოქმედ ფონდებს. CSSF-სა და მასთან შერწყმულ წინა ფონდებს შორის მთავარი განსხვავებაა მისი მუშაობის კოორდინაცია უშუალოდ დიდი ბრიტანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან, რომელსაც თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი. ფონდის წლიური ბიუჯეტი 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი იყო, დღეს, 6 წლის შემდეგ, ის, სავარაუდოდ, გაიზარდა.

2016 წლის მდგომარეობით შეიქმნა CSSF ფონდის 3 წარმომადგენლობა: ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში (ოფისით თბილისში), ცენტრალურ აზიაში (ოფისით ბიშკეკშიი), ხოლო დიდი ბრიტანეთის საელჩო კიევში კოორდინაციას უწევს ფონდის მუშაობას აღმოსავლეთ ევროპაში (დაიმახსოვრეთ ეს გარემოება, მას კიდევ დავუბრუნდებით).

ირაკლი ტარიელის ძევ,

   როგორც მოგახსენეთ, ზემოაღნიშნულ ორ პუბლიკაციაში პუნქტობრივად განხილულია კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის ფონდის (CSSF) პროგრამა საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში 2016-2017 წლებში, რომელიც კოორდინირებულია ეფექტიანი მმართველობის ფონდის (GGF) უკვე არსებულ პროექტებთან "ამ ქვეყნებში დიდი ბრიტანეთის გავლენის შემდგომი გაზრდის მიზნით". 2016 წელს ხელში ჩამივარდა CSSF პროგრამა ინგლისურ ენაზე (თან ახლავს ზემოხსენებულ პუბლიკაციებს) და დღეს შეგვიძლია იმის კონსტატაცია, რომ პროგრამაში დასახული მიზნები სომხეთსა და მოლდოვაში თითქმის სრულად განხორციელდა. რაც შეეხება საქართველოს, აქ, CSSF-ის მიერ ამოქმედებული ფინანსური რესურსებისა და მინისტრთა კაბინეტის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმების წყალობით, დიდი ბრიტანეთის გეგმები საკმაოდ წარმატებით ხორციელდებოდა, სანამ 2021 წელს არ წააწყდნენ მთავრობის სათავეში ხელახლა მოსული ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის პრინციპულობას, რომლებმაც ეროვნული ინტერესები წინა პლანზე დააყენა. ამიტომ, 16 მარტს, უკვე პრემიერ ღარიბაშვილთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ განსახილველად, თბილისში ვიზიტად ჩამოვიდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მისი უდიდებულესობის სახელმწიფო მდივანი საგარეო, თანამეგობრობის საქმეთა და საერთაშორისო განვითარების საქმეებში, სერ ჯეიმს სპენსერ კლევერლი (მაპატიეთ, ბატონო ირაკლი, თუ ცოტა უტრირებას ვახდენ).

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

   პატივცემულ ჯეიმს კლერლისთან შეხვედრის შემდეგ, შეგიძლიათ თუ არა უპასუხოთ კითხვას - რატომ სურს დიდ ბრიტანეთს, რომელმაც დატოვა ევროკავშირი, როგორც მისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად არაპერსპექტიული ორგანიზაცია, იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობს? თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში თავს ცუდათ გრძნობდა, მაშინ რა მოსაზრებით უჭერს მხარს ლონდონი საქართველოს მისწრაფებებს იქით, საიდანაც თავად გამოBREXITდა? რაში მდგომარეობს დიდი ბრიტანეთის დაინტერესება, როდესაც ლონდონი, როგორც ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, აპირებს საქართველოსთვის 500 ათასი გირვანქა სტერლინგის გადმორიცხვას "2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შესაქმნელად, მათ გარე ჩარევისგან დასაცავად"?

   რატომ არის დიდი ბრიტანეთი ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი? (სწორედ 6 წელი გავიდა ზემოაღნიშნული პუბლიკაციებიდან დიდი ბრიტანეთის ახალი გეგმების ანალიზით - ვგულისხმობ კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის ფონდის (CSSF) პროგრამას საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და მოლდოვაში 2016-2017 წლებისთვის - იხ. ზევით). საქონლისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტი, ტრანსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ბიზნესი: საქართველოში, თუ არ ვცდები, ყველა მუხლის მიხედვით ლიდერობს Russian Federation, ხოლო The United Kingdom - მხოლოდ ინვესტიციების მოცულობით. ჩვენთვის უცნობ რომელ დარგებში ახდენს ინვესტირებას ნისლიანი ალბიონი?

ბატონო პრემიერო,

   თქვენს წინაშეა დიაგრამა №2 „მთავარი ინვესტორი ქვეყნები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ანგარიშიდან „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2022 წლისთვის“. როგორც ხედავთ, დიდი ბრიტანეთი საქართველოში მთლიანი ინვესტიციების 21.4%- ფლობს.

 

ყურადღება მიაქციეთ: კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის ფონდის (CSSF, დიდი ბრიტანეთი) ზემოაღნიშნული პროგრამის საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში 2016-2017 წლებში საქმიანობის ოთხი მიმართულებიდან მთავარს ეწოდება წინააღმდეგობის გაწევა რუსული მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას ზემოაღნიშნულ რეგიონებში (თუმცა პროგრამაში „რუსული დეზინფორმაციის“ არც ერთი კონკრეტული მაგალითი არ მოიპოვება). საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების შესახებ საქსტატის დიაგრამაში კი რუსეთის ფედერაციას 3,5%-ით მხოლოდ ბოლოსწინა ადგილი უკავია (უსწრებს მხოლოდ იაპონიას 3,4%-ით, თუმცა ქართული ოპოზიცია სულ რუსეთის ეკონომიკურ ექსპანსიაზე გაჰყვირის).

უნებურად ჩნდება კითხვები:

1. ნუთუ დიდმა ბრიტანეთმა შარშან საქართველოში მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 21,4% მხოლოდ იმიტომ განახორციელა, რომ წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისთვის, რომლის ინვესტიციების წილი მხოლოდ 3,5%-ია?

2. დიდი ბრიტანეთის ზემოაღნიშნული CSSF სახელმწიფო ფონდის პროგრამა ეწოდება კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში 2016-2017 წლებში. რატომ ახსენებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან ცალკე? რატომ გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოში ვიზიტისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა“, თუმცა დღეს საქართველო ერთსაც და მეორესაც მოკლებულია?

3. რაში სჭირდება საქართველოს, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთის სახით, რომელმაც დემონსტრაციულად დატოვა ევროკავშირი? მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში უვიზოდ მაინც არ უშვებენ, რადგან ის შენგენის ზონაში არ მდებარეობს.

ბატონო ირაკლი,

   ქვემოთ მოვიყვან ამ კითხვებზე პასუხის ერთ-ერთ ვარიანტს, შემდეგ კი დაგიმტკიცებთ, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირდაპირი ინვესტიციების ადრესატები ძირითადად უცხოეთის გავლენის აგენტები არიან, რომელთა ლუსტრაციის კანონის მიღების საშუალებაც საქართველოს პარლამენტს ანგლოსაქსების მართულმა კოლექტიურმა დასავლეთმა არ მისცა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO), მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (Media) და .. „Generation Z“-ის ხელით („GEN Z“ - ტერმინი, რომელიც 1997 წლიდან 2012 წლებში დაბადებულ თაობას ნიშნავს).

   ეკონომისტი მიხაილ ხაზინი და ფილოსოფოსი ანდრეი ფურცევი თვლიან, რომ ამიერკავკასიაში ანგლო-ებრაული ტანდემის ეკონომიკური ექსპანსიის მიზეზი არის სასმელი წყლის დეფიციტი (მწვავე - ისრაელში, დამდეგი - დიდ ბრიტანეთში), ასევე სუფთა ეკოლოგია, იაფი ენერგია და მდიდარი წიაღისეული, პირველ რიგში - ოქრო. საიდუმლო არ არის, რომ ეკოლოგიურად კეთილსაიმედო საქართველოს სასმელი წყლისა და ოქროს დიდი მარაგი აქვს. პროგრამა მინიმუმია - უკრაინაშიკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ფეხის მოკიდება, - მიაჩნია ხაზინს (არაფერი უჩვეულო - გასულ საუკუნეში დიდი ბრიტანეთის კოლონიები შეადგენდა დედამიწის ხმელეთის მეოთხედს და მათი უმეტესობა მდებარეობდა მიტროპოლიისგან შორს)აი თურმე რატომ გაიხსნა CSSF ფონდის წარმომადგენლობები ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში (ოფისით თბილისში), ცენტრალურ აზიაში (ოფისით ბიშკეკშიი), ხოლო დიდი ბრიტანეთის საელჩო კიევიში ფონდის აღმოსავლეთ ევროპაში მუშაობის კოორდინაციას უწევს(სწორედ ამიტომ გთხოვეთ ამ ზემოთ აღნიშნული გარემოების დამახსოვრება).

ბატონო საქართველოს პრემიერ-მინისტრო,

   მე ვერ დავადგინე, სად, რომელ დარგებში იყო ჩადებული ბრიტანული ინვესტიციები გასულ - 2022 წელს, რადგან მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია. სამაგიეროდ, მოვახერხე იმის დადგენა, რომ შარშანწინდელი - 2021 წლის მონაცემები ღია წყაროებში კარდინალურად განსხვავდება.

როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2021 წელს დიდი ბრიტანეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში შეადგინა 1 მილიარდ 900 მილიომ გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 2 მილიარდ 300 მილიონი დოლარი, იხილეთ ცხრილი № 3), ხოლო საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი ინვესტიციები დიდი ბრიტანეთიდან იმავე 2021 წელს შეადგენდა 603 მილიონ 600 ათას დოლარს (იხ. ცხრილი 4)?

 

სად გაქრა სხვაობა - 1 მილიარდ 696 მილიონ 400 ათასი დოლარი ($2.300.000 - $603.600 = $1.696.400)? შემთხვევით, ხომ არ მოხმარდა საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების - რადიკალური ოპოზიციური პარტიების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (Media), "სამოქალაქო სექტორის" - არასამთავრობო ორგანიზაციებისა (NGO) და იქ გაერთიანებული "GEN Z"-ის ახალგაზრდობის დაფინანსებას (იხ. სქემა წერილის ქვემოთ)? იქნებ, ამიტომაც არ არის მონაცემები დიდი ბრიტანეთის, როგორც საქართველოს მთავარი ინვესტორის შესახებ ბოლო 6 წლის განმავლობაში ექსპორტისა და იმპორტის საერთაშორისო ცხრილებში (იხ. ცხრილები №№5 და 6)?

 

და როგორ განაწილდა საქსტატის მიერ მითითებული 603 მლნ 600 ათასი დოლარი? ნუთუ ასევე მოხმარდა უცხოეთის აგენტებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის გავლენის გასაძლიერებლად?! დიდი ბრიტანეთის მთავრობის ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტი იუწყება, რომ 2022 წლისთვის დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის საქონლითა და მომსახურებით (ტრადიციული საქონლისა და მომსახურების, და არა იდეოლოგიურის!) ვაჭრობის მთლიანი მოცულობა შეადგენდა მხოლოდ 315 მილიონ გირვანქა სტერლინგს, საიდანაც: დიდი ბრიტანეთის ექსპორტმა საქართველოში შეადგინა 154 მილიონი გირვანქა სტერლინგი; დიდი ბრიტანეთის იმპორტმა საქართველოდან შეადგინა 161 მილიონი გირვანქა სტერლინგი (იხ. ცხრილი №7 - TOP 5 პოზიცია).

ბატონო ირაკლი,

   მეტს აღარ ვაპირებ თქვენი ყურადღების ბოროტად გამოყენებას, თუმცა აღნიშნულ თემაზე გაანალიზებული ინფორმაციის არცთუ მცირე მოცულობას ვფლობ. ამასთან, ვფრთხილობ „ნაბან წყალს ბავშვიც არ გადავაყოლო“, რომელიც ჩვენ ერთი გვყავს და მას Georgia ჰქვია.

   ღრმა პატივისცემით,

არნო ხიდირბეგიშვილი
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი

2023 წლის 25 მარტი
საქართველო, თბილისი