საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის საქმეზე ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გაგზავნას ადვოკატები ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის დამცველები დროს წელავენ.

„ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში“, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ 28 მარტს განაცხადა, რომ სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი, მაქსიმუმ, ხუთშაბათს გაიგზავნება.