რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: დასავლეთის დიპკორპუსმა საქართველოში ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყებისკენ ჯერ კიდევ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე მოუწოდა

     Sputnik-საქართველოს პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემ მიერ გაკეთებული პროგნოზი ახდა: 7-9 მარტს უცხოელი აგენტების რევოლუციის წარმატებებით (კანონპროექტიუცხოელი აგენტების შესახებგაწვეული იქნა პირველი მოსმენით მიღებიდან სამი დღის შემდეგ აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის ზეწოლით), ფრთაშესხმულმა ამავე უცხოელმა აგენტებმა ხუთი პარტიის, ოთხი პარტიული ტელეკომპანიისა და „სირცხვილია“ და „დროას“ ხელმძღვანელობით თექვსმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია-ფონდისგან შემდგარი რადიკალური ოპოზიციის სახით, ისევე რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია „CEN Z“ თაობითა და „თბილისი-პრაიდის“, ანუ ლგბტქი + თემით, გადაწყვიტეს უფრო შორს წასულიყვნენ, ანუ გადაეყენებინათ მოქმედი ხელისუფლება და მორიგი აქციისთვის 9 აპრილს შეკრებილიყვნენ. გადამწყვეტ ქმედებებზე გადავიდა აშშ-ც, რომელმაც მეორე ნაბიჯის სახით, სანქციები დაუწესა მაღალი კატეგორიის ოთხ ქართველ მოსამართლეს.

   ყველა ეს ქმედება წარმოჩენილია როგორც კეთილი განზრახვა, დაეხმაროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მსგავსად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რასაც ხელს უშლის „პრორუსული ხელისუფლება, კორუმპირებული მოსამართლეები, დამოუკიდებელი მედიის დევნა ნიკა გვარამიას სახით და ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ანგარიშსწორება“, რომლებიც თითქოსდა პოლიტპატიმრები არიან. განსაკუთრებით ცინიკურია რწმუნება იმის თაობაზე, რომ აშშ-ს არასოდეს მოუწოდებია საქართველოსთვის უკრაინის დასახმარებლადმეორე ფრონტისგახსნისკენ რუსეთის წინააღმდეგ“.

   ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი. მანამ, სანამ 2020 წლის 29 იანვარს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდოდა, საქართველოში ორი წლის განმავლობაში საერთოდ არ იყო აშშ-ს ელჩი - 2018 წელს აშშ-ის ელჩის, იან კელის წასვლის შემდეგ, რომელსაც, როგორც საქართველოს მთავრობის წევრები უკანა თარიღით აღიარებენ, „ძალიან არ უყვარდა საქართველო“. მიზეზი ის კი არ არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველო 2021 წელს - თავისი ვადის დასრულებამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე „გაიხსენა“. მიზეზი ისაა, რომ 2020 წელს უკრაინის მზადება რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომისთვის დასკვნით ფაზაში შევიდა და საქართველოსმეორე ფრონტისროლი გამოეყო. ამიტომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ევროპასა და აფრიკაში აშშ- სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის პოლიტიკური მრჩეველი კელი დეგნანი გამოგზავნეს, რომელმაც გასულ კვირას თავადვე აღიარა, რომ აკონტროლებს საქართველოს საზღვაო პოლიციას და სანაპირო დაცვას. ამრიგად, კიდევ ერთხელ დასტურდება გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის აღიარება, რომ მან, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად, „სპეციალურად მოაწერეს ხელი მინსკის შეთანხმებებს, რათა უკრაინისთვის დრო მიეცათ უკეთ მომზადებულიყო რუსეთთან ომისთვის, რომლისთვისაც იგი 2014 წლიდან ემზადებოდა“.

   თუ ვინმემ ყურადღება მიაქცია, როგორც კი ელჩი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა, მაშინვე დაიწყო აქტიური ანტირუსული პროპაგანდა, ყოველ გამოსვლაში იხსენებდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და რუსეთის მიერ მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შეუსრულებლობას, რასთან შეგუებაც არაფრით შეიძლება“. ეს საგანგაშო იყო, რადგან თვით საქართველოს მტერი იან კელიც კი, ისევე როგორც ყველა წინა ამერიკის ელჩები საქართველოს ხელმძღვანელობას ურჩევდნენ საერთო ენა გამოენახა რუსეთთან, რათა ნატოს წევრი-ქვეყნები არ დაეფრთხო რუსეთთან საქართველოს გამო ომითა და მშვიდად გადაეცა ამ უკანასკნელისთვის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) ამ ორგანიზაციაში გასაწევრებლად. სიტყვების -ქართველები არ უნდა შეეგუონ რუსულ ოკუპაციას ნამდვილი მნიშვნელობა სულ ახლახან გავიგე.

ირკვევა, რომ არა მხოლოდ კიევის ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მოუწოდეს რუსეთის წინააღმდეგმეორე ფრონტისგახსნისკენ 2022 წლის 24 თებერვალს სპეცოპერაციის დაწყებიდან ორი ან მეტი თვის შემდეგ; და არა მარტო აშშ- ელჩი კელი დეგნანი, სპეცოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ, როდესაც 21 მარტს ბიძინა ივანიშვილს სახლში ეწვია - რათა დაეყოლიებინა პოლიტიკიდან წასული მილიარდერი, გავლენა მოეხდინა მისი "მეურვეობის ქვეშ მყოფებზე", მმართველი პარტიაქართული ოცნებისხელისუფლების ხელმძღვანელთა სახით, გაეხსნათ მეორე ფრონტი.

აბსოლუტურად სანდო ინფორმაციით, აშშ- ელჩმა კელი დეგნანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და სხვა დასავლელმა ელჩებმა, ჯერ კიდევ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე, ერთად და ცალ-ცალკე ჩამოუარეს საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ყველა პირველ პირს მოთხოვნით - დაუყოვნებლივ შეუერთებოდნენ სამხედრო მოქმედებებს, როგორც კი ისინი "გარდუვალად დაიწყებოდა უკრაინაში“ - იერიში მიეტანათ რუსეთის სამხედრო ბაზებზე ცხინვალში, სოფელ ჯავაში და აფხაზეთში, გუდაუთაში. და თუ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა კვლავაც გაგრძელდება, ის კი გაგრძელდება, მაშინ ხელისუფლება უდავოდ გაასაჯაროებს ამ ზეწოლის სკანდალურ მტკიცებულებებს, ისევე როგორც მოსამართლეებზე, დეპუტატებზე, პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელებზე ზეწოლის სხვა აშკარა ფაქტებს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2023 წლის 9 აპრილი
საქართველოს, თბილისი