აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ჩვენი წვლილი ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატო-ს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ჩვენი წვლილი ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატო-ს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნების სიას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით, საქართველო ნატო-ს 31 ქვეყნიდან უსწრებს 28 ქვეყანას, ხოლო პარტნიორი ქვეყნების სიაში პირველია.

საქართველო დასავლეთის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მშვიდობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით გლობალური წესრიგის განმტკიცების საქმეში. ჩვენი წვლილი დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატო-არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შეუპოვრობით, მოვემზადოთ და ვიბრძოლოთ, როცა ეს საჭიროა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.