რედაქტორისგან
თავდასხმა კრემლსა და რუსულ ავტობუსზე: აშშ-ის ორი პროვოკაციის ერთი მიზანი - არნო ხიდირბეგიშვილი

   ყველა ხალხს ყველა დროში ჰყავდა მოღალატეები, ოღონდ სხვადასხვაგვარად ეძახდნენ - "ტროცკისტები", "მენშევიკები", "ხალხის მტრები", "დისიდენტები", "უცხოელი აგენტები" ...

   ერთსა და იმავე დღეს - 2023 წლის 3 მაისს, მოღალატეებმა მოაწყვეს ორი პროვოკაცია - მოსკოვსა და თბილისში - ერთი მიზნით: რუსეთის პროვოცირება ადევატურსაპასუხო ქმედებებისთვის.

3 მაისის ღამეს კრემლს თავს დაესხნენ უპილოტო საფრენი აპარატები, ჩამოგდებული ორი დრონიდან ერთი პირდაპირ სენატის სასახლის გუმბათის თავზე აფეთქდა. გამოძიება, რა თქმა უნდა, დაადგენს, რომ ეს უკრაინელი ნაცისტების ნამოქმედარია, სხვა საკითხია, როგორ მიფრინდნენ ისინი კრემლამდე და რატომ გაიმეორა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 1987 წლის შეცდომა და მათიას რუსტის ხანაში დაბრუნდა?

 ახალგაზრდა ქართველი ნაცისტები თბილისში, სპორტის სასახლესთან თავს დაესხნენ რუსულ ავტობუსს ვიმპელით "რფ-ის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური". აღიძრება თუ არა საქმე ხულიგნობის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქონების დაზიანებისა და მათთვის მორალური ზარალის მიყენების - მათი სამშობლოს/ეროვნული ღირსების შეურაცხყოფის ფაქტზე? თუ კი, მაშინ გამოძიება დაადგენს, რატომ არ ჩაერია ინციდენტში თბილისის პოლიცია, ხოლო სუს-მა დაე დაადგინოს - ვისი დავალებით მოქმედებდნენ უცხოეთის აგენტები/პროვოკატორები და რატომ დაბრუნდნენ თბილისში 2019 წლის "გავრილოვის ღამეს".

   ნათელია, რომ ორივე პროვოკაცია იყო ორგანიზებული ერთი ცენტრიდან - ვაშინგტონიდან, რათა

1. აიძულონ რუსეთი, დარტყაკიევს, გაანადგუროს კიევის ხელისუფლება და დაასრულოს ეს ომი, რომლის ამოცანაც - ევროპის გაკოტრება - შესრულებულია და ამიერიდან ომი აშშ-თვის მხოლოდ ტვირთად იქცა - წამყვანი ამერიკული ბანკებიგ აკოტრებამდე მიიყვანა;

2. აიძულონ რუსეთი, დაარტყას საქართველოს, ის შესახებაც მარგარიტა სიმონიანმა გააფრთხილა Telegram-ში, რაკიღა სხვაგვარად რუსეთის პროვოცირება (საქართველოს ხელისუფლების იძულებით, გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ) ვაშინგტონარ გამოუვიდა.

   პროვოკაციები განხორციელებულია:

• ზელენსკისდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მეშვეობით: ყველა ამერიკული რაკეტის გაშვება, დამიზნება და მართვა რუსეთისა და მისი შეიარაღებული ძალების მიმართულებით ხომ პენტაგონიდანხორციელდება; რამდენიმე დღის წინ მსგავს მცდელობაადგი ხომ ლიუკვე ჰქონდა, მაგრამ დრონებმა მოსკოვამდე მაშინ ვემიაღწიეს - ჩამოვარდნენ/გზაში ჩამოაგდეს;

 • საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მეშვეობით: პროვოკატორებს ჰქონდათ ინფორმაცია თბილისში რუსული ავტობუსის მოძრაობის მარშრუტის შესახებ - მონაცემები სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან, თორემ საიდან იცოდნენ, რომ ის დედაქალაქში სამი დღე მოძრაობდა? მხოლოდ აშშ-საელჩოს შეეძლო მათთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდება; პროვოკატორები კარგად იყვნენ მომზადებულები - სპორტის სასახლესთან მივიდნენ საღებავითდა კვერცხებით, ასევე სტიკერებით "პუტინი (უხამსი სიტყვა ასოთი "x")".

   შეკითხვა: რატომ აქამდე არ არიან დაკავებული ქართველი ნაცისტები - უცხოელი აგენტები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს? მათ ხომ

1. დარტყმა მიაყენეს სახელმწიფო უსაფრთხოებას - საქართველოს ეკონომიკას, რომლის ორნიშნა ზრდაც და ქართული ეროვნული ვალუტის გამყარება 1 აშშ დოლარზე 3,30-დან 2,49-მდე მოხდა მხოლოდ რუსი ტურისტების წყალობით, რომლებმაც შესაძლოა გადაიფიქრონ საქართველოში სტუმრობა ასეთი რუსოფობიის ხილვისას;

2. დარტყმა მიაყენეს ქართულ დიასპორას რუსეთში - ასიათასობით ქართველს, რომლებსაც რუსები შეიძლება ამიერიდან იდენტურად მოექცნენ და ბევრი გაადეპორტონ კიდეც საქართველოში. არადა, რუსეთის ქართველები საქართველოში ნათესავებსა და ახლობლებს წელიწადში 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობით ფულადი გზავნილებით ეხმარებიან და ეს - მეორე მიზეზია, რის გამოც გუშინდელი ინციდენტი სახელმწიფო ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხია.

     დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ქართველები საქართველოსთვის იბრძოლებენ მხოლოდ მიტინგებზე - როცა ბევრი და მამაცები არიან (როგორც გასულ კვირას რესპუბლიკის მოედანზე) და ეშინიათ ქუჩაში თავხედი ნაცების მოთვინიერება, არაფერი გამოგვივა! ამიტომ, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარვუდგენ წინადადებას - დაუყოვნებლივ შეკრიბოს მოხალისე სახალხო რაზმები და შემოიღოს ამ რაზმელებისგან შემდგარი სახალხო პატრულის მორიგეობა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 3 მაისი
საქართველო, თბილისი