აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს დიდ მეგობარს თურქეთის ლიდერად ხელახლა არჩევას

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნების შედეგებს ულოცავს.

„ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს დიდ მეგობარს თურქეთის ლიდერად ხელახლა არჩევას. თურქმა ხალხმა მათი სათქმელი თქვა და ჩვენ ვუერთდებით მათ დღესასწაულს. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და თურქეთს შორის“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.