საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ერმა ღირსეული ადგილი რომ დაიმკვიდროს მსოფლიოს მომავალ წყობაში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა, იმედი მაქვს, არჩევნები ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოს მომავალ წყობაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად ქრისტიანული ღირებულებები აუცილებელია.
„ჩვენ ვხედავთ, დღეს მოვლენები ისე ვითარდება, ერმა ღირსეული ადგილი რომ დაიმკვიდროს მსოფლიოს მომავალ წყობაში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება. ეს არის ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესია. მაქვს იმედი, დღევანდელი დღე, არჩევნები იქნება საწინდარი და დიდი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზნისკენ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.