უცხოეთი
მაია სანდუ - მოლდოვა მხარს უჭერს ქართველებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

„ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის“, - აცხადებს სანდუ.

interpressnews.ge