საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივს მიმართავს.
როგორც სააკაშვილი წერს, ბრძოლის ახალ, გადამწყვეტ ეტაპზე, პარტიის გამოცდილება ფასდაუდებელია და მისი როლი უნდა იყოს ცენტრალური.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივს. ჩემო ერთგულო თანამებრძოლებო, არჩევნები გაგვიყალბეს, განსაკუთრებით, ჩვენ! ამავე დროს ძალიან ვამაყობ იმით, თუ როგორ იბრძოლა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ჩვენმა პარტიამ. ჩვენ მართლაც გვყავს უკიდურესად ბრძოლისუნარიანი ორგანიზაცია, რომელსაც შემოემატა ასევე ძალიან საინტერესო ახალგაზრდობა. მეგობრებო, მეორე მხარეს არის რუსული სისტემა, მაგრამ ბრძოლის ამ ახალ, გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენი გამოცდილება ფასდაუდებელია და ჩვენი როლი უნდა იყოს ცენტრალური. ახლა მხოლოდ უცხოეთის იმედზე ყოფნა შეცდომაა, ჩვენ უნდა გვქონდეს კოორდინაცია სხვა პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ მთავარია ორიენტირება ხალხზე და მრავალრიცხოვანი აქციების გადაუდებლად დაორგანიზებაზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.