რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები თბილისსა და სოხუმში - ერთი რეჟისორი და ერთი მიზანი

    საქართველოში რუსეთის თანამემამულეების სამართლებრივი პრობლემების კომპლექსისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების  გაცნობის შემდეგ, აუცილებლად დაასკვნი, რომ ისინი იზოლირებულად კი არ არსებობენ, არამედ ყოველთვის განუყოფლად არიან დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან - ისევე, როგორც ქართველ საზოგადოებაში არ არსებობს მკაფიოდ გამოხატული მოქალაქეების სუბსტანცია, რომელიც ექცევა „თანამემამულის“ ცნებაში. რუსეთის თანამემამულეები კოლექტიური იდენტობის ფორმაა, სენსიტიური არახელსაყრელი საცხოვრებელი გარემოს მიმართ, რომელიც სპეციალურად მათთვის შექმნილია დასავლური ცივილიზაციის ლიდერშიპის მიერ საკუთარი ამოცანების გადასაჭრელად, რომელთაგან მთავარია კონტროლის მოპოვება მეტროპოლიიდან დაშორებული ქვეყნების ტერიტორიებზე. საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნები დასავლური ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც შენიღბულია ნეოლიბერალური ღირებულებებისა და თავისუფლებების განვითარებით, მათი შეხედულებით, დემოკრატიის თვალსაზრისით განუვითარებელ ხალხებს შორის, რომლებმაც თავი დააღწიესრუსულ უღელს“.

   ავიღოთ, მაგალითად, უახლესი მოვლენები საქართველოში: მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავს, რომ თბილისის და სოხუმში ხელისუფლების შეცვლის მცდელობები ერთი ცენტრის მიერაა ორგანიზებული, რათა საბოლოოდ მოწყვიტოს საქართველო, აფხაზეთთან ერთად, მოსკოვს, აფხაზეთიდან გააძევოს რუსეთის სამხედრო ბაზები, როგორც ეს ახლახან მოხდა სომხეთში, ხოლო 2007 წელს - საქართველოში, ამით მოიპოვოს სრული კონტროლი ყველა თვალსაზრისით სტრატეგიულ სამხრეთ კავკასიის შავი ზღვისპირა ტერიტორიაზე. რაც შეიძლება ფართო ყოფნა შავ ზღვაზე დასავლეთის აგრესიული წრეების დაუფარავი ლტოლვის საგანია, რომლებიც ჩვეულებრივ იდენტიფიცირებული არიან როგორცქორებიანგლობალური ომის პარტია(ტერმინი, რომელიც თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში შემოიტანეს საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა) და აქპრიზი ზღვის სანაპირო, პორტები და ტერმინალები აჭარიდან აფხაზეთამდე.

   ცენტრის ბრძანებით, აფხაზეთში ბოლო მოვლენები დაიწყო თბილისში სახელმწიფო გადატრიალების მეორე მცდელობის პარალელურად, სადაც თავმოჭრილი ოპოზიციის - ფემინისტებთან ჰომოსექსუალთა ტანდემის ნაცვლად, რომელმაც ბოლო მიტინგებზე 100 მონაწილე ვაი-ვაგლახით შეაგროვა - აამოქმედეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე აქტივისტები შარპ-აკერმანის ტაქტიკის შესაბამისად - „ქართველი პოლიციელები ქალებსა და ბავშვებზე ხელს არ აღმართავენ“. სცენარი - უკანასკნელი რეზერვის, ახალგაზრდობის ბრძოლაში ჩართვა - საქართველოში აპრობირებულია გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, სსრკ-ის ლიკვიდაციის წლებში და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დაწყებისას. რუსებო! რუსებ! - მთელი ხმით სკანდირებდნენ გასულ შაბათს ეს „დაუცველი“ ქალები და „ბავშვები“, პოლიციის პროვოცირებით, რომელმაც არაერთხელ აღკვეთა მათ მიერ საქართველოს სამხედრო გზის გადაკეტვისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის შტურმით აღების მცდელობა. ცივმა ამინდმა ხელი როდი შეუშალა მომიტინგეებს, რომლებსაც გულებს გულის ჯიბეში ჩაწყობილი დოლარები უთბობდათ, ასე უხვად რომ შემოედინება თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, დიპლომატიური ტვირთით დასავლური საელჩოებისთვის. იმავდროულად, აფხაზეთის ოპოზიციამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა და სამთავრობო შენობების კომპლექსზე იერიში მიიტანა. გასაოცარი თანხვედრაა, რომელიც "საოცარი დამთხვევების" ფარგლებს სცილდება, განა ასე არაა?!

   სოხუმში რუსეთის ინვესტიციებთან დაკავშირებული შეთანხმების წინააღმდეგ ერთიანად გამოვიდნენ, ერთი შეხედვით შეუთავსებელი კატეგორიები: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ვეტერანები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრო-დასავლელი უფლებადამცველები, ტრადიციების დაცვაზე მზრუნველი „აფსუარა“და ადგილობრივი მდიდრები, რომლებსაც რუსულ ბიზნესთან კონკურენცია აფრთხობთ. აქაც ასევე სკანდირებდნენ რუსეთი! რუსეთი!“, მაგრამ უკვე რუსეთის ფედერაციისადმი ლოიალობის ნიშნად - აქაოდა, ჩვენ არ ვართ მოსკოვისა და რუსების წინააღმდეგ, ჩვენ წინააღმდეგი ვართ რუსი ოლიგარქების, რომლებიც ჩვენს საუკეთესო მიწებს შეიძენენ და ადგილობრივ ბიზნესმენებს არაფერი დარჩება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეკვეთა-დაფინანსება მოვიდა არა მხოლოდ დასავლეთიდან, არამედ თურქეთიდანაც, რომელიც უკიდურესად დაინტერესებულია რუსეთის გადევნით აფხაზეთიდან (გაიხსენეთ ბოლო მოვლენები რუსეთის შემადგენლობაში შესულ ყირიმში - თურქეთი მხარდაჭერა ყირიმელი თათრებიპროტესტისთვის, ასევებაირაქტარებ“ - ანკარას სამხედრო მხარდაჭერა ზელენსკის რეჟიმისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში). კომპეტენტური სანდო წყაროები იუწყებიან, რომ თურქეთ მზადდება ისტორიულ სამშობლოში“ - აფხაზეთში დაბრუნების მოსურნე მუჰაჯირების ახალ მიმართვა.

   ასევე შეიმჩნევა აქტიური კომუნიკაცია აფხაზურ ოპოზიციასა და ერევანს შორის (ეთნიკური სომხები მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ). სწორედ ამიტომ ითქვა: შემდეგი - სომხეთია!“ ახლახან თბილისში გამართულ მიტინგზე, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ საგანგებოდ სახელმწიფო გადატრიალების (რომლის „დაქოქვაც“,რადიკალურმა ოპოზიციამ ვერასგზით შეძლო!) მხარდასაჭერად ჩამოსული ევროკავშირის ქვეყნების საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელები,  რომლებიც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისთვის „იღვწიან“. და, რა თქმა უნდა, იკვეთება ამერიკელი „საქართველოს მეგობრების“ - ამერიკელი სენატორების - ცნობილი რუსოფობების კვალი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისთვის სხვადასხვა ინსტრუქციებს აცხობენ მეგობრული აქტების“ (MEGOBARI Act) შეფუთვაში.

   გამოდის, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს თბილისსა და სოხუმში ერთი რეჟისორი და ერთი მიზანი აქვს, მაგრამ თუ სპეცსამსახურები არ გამოაქვეყნებენ ინფორმაციას აფხაზურ გადატრიალებაში დასავლურ კვალის შესახებ, მაშინ, დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესაა ერთსა და იმავე დროსშიდა გარჩევები“ - ხელისუფლების სათავეში მყოფი ბჟანიასა&გუნდის შეცვლის სურვილი, რომელიც დასავლეთის გეგმებს დაემთხვა. ისევე, როგორც 2003 წლის ნოემბერში თბილისში, "ვარდების რევოლუციის" დროს, როდესაც "რეფორმატორ" სააკაშვილი&ჟვანიაგუნდმა, აშშ- ელჩის, რიჩარდ მაილსის მხარდაჭერით, "ხავერდოვნად" განდევნა შევარდნაძის გუნდი, თუმცა ყველა იყო მაშინდელი მმართველი პარტიისმოქალაქეთა კავშირისწევრი.

    საქმეებს ჩამოცილებული შევარდნაძის სახლში მორიგი სტუმრობისას, საჩუქრად მივუტანე ისივე პატარა ბროშურა. შევარდნაძე. აბაშის ექსპერიმენტი“, რომელიც მისი საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნობისას გამოიცა. ასევე, მისი პირადი არქივისთვის ვაჩუქე პარტიამოქალაქეთა კავშირისაბრეშუმის დროშა, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო, და საზღვარგარეთ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი საარჩევნო პლაკატი საარჩევნო ნომრით „1“ და ფოტოთი, რომელზეც იყო გამოსახული. შევარდნაძემ ბროშურა მაშინვე გამომართვა და თვალიერება დაუწყო, ხოლო დროშას და პლაკატს არც კი შეხებია, თითქოს შხამიანი გველი იყო  - "აიღე, შენთან იყოს!" - მითხრა რამდენჯერმე საოცრად ყრუ, ნაწყენი ხმით. მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომმოქალაქეთა კავშირისშეხსენებამ გააღიზიანა და მინიშნებად აღიქვ - თურმე, თავს ვერ პატიბდა, რომ ახალგაზრდა რეფორმატორებმა - ჟვანიამ (რომელსაც დიდ პატივს სცემდა) და სააკაშვილმა (რომელ სძულდა) - საკუთარ თამაშში გამოიყენეს, შემდეგ კი პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით სახლში გაგზავნეს, თანაც ისე უხეშად, რომ გზაში ფეხსაცმელი დაკარგა...

    მაგრამ რა ახარებს დღეს ტვინნაღრძობ რადიკალურ ოპოზიციას - სამ პარტიულ ალიანსსა და ოთხი ტელეკომპანიის კრეტინიზმით დაავადებულ გაუნათლებელ ტელეწამყვანებს, რომლებიც თავს სერიოზულად მიიჩნევენ ანალიტიკოსებად - პოლიტიკურ მიმოხილველებად?! დასავლეთისთვის ვალუტაზე მიყიდულ უჯიშო აგენტებს, რომლებსაც საქართველოში ზედგამოჭრით ლიბერალ-ფაშისტებს ეძახიან! ზემოაღნიშნული აფხაზური ჭრელი ოპოზიციის ლიდერები ხომ ყოველთვის წინააღმდეგი იყვნენ  თბილისთან ნებისმიერი დიალოგოსა (რომ აღარაფერი ვთქვათ შერიგებაზე!)?

ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ამით აფხაზებმა გაანაწყენეს რუსეთი და უკრაინასთან ომის დროს გარკვეული პრობლემები შეუქმნეს? არა, აფხაზეთი მათთვის მნიშვნელოვანია, როგორც პრეცედენტი - აქაოდა, თუ თავად სოხუმში, რუსული საოკუპაციო ბაზებით გარშემორტყმულ ოპოზიცია შეძლებს ხელისუფლების დამხობა, მაშინ ეს ჩვენ უნდა შევძლოთ თბილისში! პრიმიტიული ლოგიკაა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ხომ კარგა ხანია აღარ იყენებს საკუთარ ტვინს - 750 ათასი ხმა ოპოზიციას (ხელისუფლებამ მხოლოდ 370 ათასით მეტი მიიღო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე) - აშკარა დასტურია საქართველოში დასავლური პროპაგანდისა და თითოეულ სამინისტროში და პრემიერ-მინისტრთან არსებული სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების პროდუქტიულობისა, თუმცა სსრკ-ში „ოდეერის“ მხოლოდ ერთი შტატითაც კმაყოფილდებოდნენ.

   მოსკოვმა უკვე ურჩია რუსეთის მოქალაქეებს დატოვონ აფხაზეთის ტერიტორია, იგივე შეიძლება განმეორდეს საქართველოსთან მიმართებაშიც, რომელსაც რუსი ტურისტების გარეშე კვლავ მილიარდობით ზარალი მიადგება. არადა, საქართველოში ვითარებას მშვიდი უწოდო, ნიშნავს თავიც მოიტყუო და სხვებიც მოატყუო. არა, აქ საქმე მხოლოდ მიტინგებზე რუსებისა და რუსეთის შეურაცხყოფაში როდია, არამედ ადგილობრივი თანამემამულეების და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, როგორც „კრემლის მსახურების“ დევნაში. თავად განსაჯეთ - საქართველოს პოლიცია კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად მთელი დღეები სხვადასხვა ლოკაციზე (პარლამენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახელმწიფო უნივერსიტეტი) მიტინგებით არის დაკავებული, შსს- აღარ აქვს დრო, უპასუხოს მოქალაქეებს, გენერალური ინსპექცია, რომელიც მყისიერად რეაგირებდა ნებისმიერ სიგნალზე, უმოქმედოა, რაც ძალიან საშიშია! შედეგად, დედაქალაქში კრიმინალი იზრდება, მათ შორის გახშირდა მკვლელობებიც. საიდუმლო არ არის, რომ საქართველოში კრიმინალური მენტალიტეტი აღორძინდა და ქურდული გარჩევებიც ისევ მოდაშია. თბილისის მერს კი, ქუჩის მოვაჭრეების ახალი საპროტესტო ტალღის შიშით, ეშინია ანტისანიტარიული ბუდის - ოდესღაც უმშვენიერესი ვაგზლის მოედნის ნაგვისგან, ვირთხებისგან, ძონძებით მოვაჭრეების. ბინძური ტუალეტებისა და მეძავებისგან გაწმენდის. ყველა ელოდება - რით დასრულდება საპროტესტო აქციები, როგორ გაიმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, შევა თუ არა დარბაზში ოპოზიცია, როგორ დაკომპლექტდება მთავრობა და ვინ აირჩევა პრეზიდენტად. რუსეთის თანამემამულეებს ორმაგად ეშინიათ ქართველი პროვინციელი ფაშისტების ხელისუფლების რეინკარნაციის.

თუმცა თავი დავანებოთ პოლიტიკას და უსაფრთხოებას: ეკონომიკური თვალსაზრისით, აფხაზეთი ვერ იარსებებს რუსეთის, რუსული დოტაციების, ანდა საქართველოს გარეშე. საქართველო, ქართული ეკონომიკა, ასევე, თავის მხრივ, ვერ იარსებებს რუსეთის - ექსპორტის/იმპორტისა და ინვესტიციების გარეშე. მაშასადამე, თუ სოხუმი მოულოდნელად გადაწყვეტს რუსეთთან კავშირის გაწყვეტას და საქართველოს წიაღში დაბრუნებას, საქართველო მარტო ვერ შეძლებს აფხაზეთის შენახვას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ინვესტიციები კვლავ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იქნება მოზიდული. მაშ რას აპროტესტებს დღეს აფხაზი „ოპოზიციონერების“ ჯგუფი, რომელთაგან თითოეულს ჯიბეში რუსული პასპორტი უდევს?! განა აფხაზების 90% რუსეთის მოქალაქე არ არის? რას აკეთებენ ამ დროს თბილისსა და სოხუმში კანონმორჩილი მოქალაქეები? იტანენ სხვადასხვა სირთულეებს და აღშფოთება იპყრობთ, უფრთხიან პროვოკაციებს არაპროგნოზირებადი შედეგებით, ეშინიათ ომის, შიმშილისა და სიცივის, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა.

 არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული-საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 17 ნოემბერი
საქართველო, თბილისი