უცხოეთი
ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და "ჰამასის" ლიდერის დაპატიმრების ორდერები გამოსცა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ­სა, ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, იოავ გა­ლან­ტი­სა და „ჰა­მა­სის“ ლი­დე­რის, იბ­რა­ჰიმ ალ-მას­რის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი გა­მოს­ცა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მათ წი­ნა­აღ­მდეგ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის გას­ცეს.

სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა, კა­რიმ ხან­მა 20 მა­ისს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ის ითხოვ­და და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რებს სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ზე „ჰა­მა­სის“ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­სა და ღა­ზა­ში ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო პა­სუხ­თან.

ის­რა­ე­ლი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს იუ­რის­დიქ­ცი­ას არ აღი­ა­რებს. ის უარ­ყოფს ღა­ზა­ში ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნას. ამას­თან, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, მათ იბ­რა­ჰიმ ალ-მას­რის ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, თუმ­ცა ამას „ჰა­მა­სი“ არც ადას­ტუ­რებს და არც უარ­ყოფს.

ambebi.ge