საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინი: „მსურს, მივაწოდო ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსა და მეგობრებს მთელს მსოფლიოში, აგრეთვე მათ, ვინც რჩება ილუზიათა ტყვეობაში, რომ შესა’ლებელია რუსეთისათვის სტრატეგიული დარტყმის მიყენება. აგრძელებენ რა დასავლეთის მიერ პროვოცირებული კონფლიქტის ესკალაციას უკრაინაში, აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ნებას რთავენ, გამოყენებულ იქნეს მათი შორეული მოქმედებისა და მაღალი სიზუსტის იარაღი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. არადა, ექსპერტებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ასეთი იარაღით სარგებლობა შეუ’ლებელია მისი მწარმოებელი ქვეყნების სამხედრო სპეციალისტთა პირდაპირი მონაწილეობის გარეშე.
19 ნოემბერს აშშ-ის წარმოებული 6 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტით „ATACMS“ და 21 ნოემბერს დიდი ბრიტანული Storm Shadow-ის და ამერიკული „HIMARS“-ის სისტემებით განხორციელდა კომბინირებული სარაკეტო დარტყმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე ბრიანსკისა და კურსკის რეგიონში. ამის შემდეგ, როგორც ჩვენ არაერთგზის აღვნიშნავდით, დასავლეთის მიერ პროვოცირებულმა რეგიონალურმა კონფლიქტმა უკრაინაში მიიღო გლობალური ხასიათი. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს ეს შეტევები, რის გამოც მოწინააღმდეგის მიზნები ვერ იქნა მიღწეული, თუმცა, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მოწინააღმდეგის მიერ ამ ტიპის იარაღის გამოყენებას არ შეუ’ლია, გავლენა იქონიოს საომარ მოქმედებებზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. ჩვენი არმია წარმატებით ახორციელებს შეტევას მთელ ფრონტზე.
შორი მოქმედების ამერიკული და ბრიტანული იარაღის გამოყენების პასუხად 21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს კომბინირებული დარტყმა უკრაინის სამრეწველო-თავდაცვითი კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე, საომარ პირობებში მოხდა აგრეთვე საშუალო სიშორის უახლესი რუსული სარაკეტო სისტემის გამოცდა - მოცემულ შემთხვევაში ჰიპერბგერითი არაბირთვული აღჭურვილობის ბალისტიკური რაკეტით. ჩვენმა მერაკეტეებმა მას „ორეშნიკი“ შეარქვეს. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. მიზანი მიღწეულია. უკრაინის ტერიტორიაზე, ქალაქ დნეპროპეტროვსკში, განადგურებულია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ცნობილი ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო კომპლექსი, რომელიც დღემდე აწარმოებდა სარაკეტო ტექნიკას და სხვა ტიპის შეიარაღებას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საკუთარი ნებით და ცალმხრივად აიღო ვალდებულება, არ განათავსოს საშუალო სიშორისა და ახლო მოქმედების რაკეტები, ვიდრე ამ ტიპის ამერიკული იარაღი არ დაფიქსირდება მსოფლიოს რომელიმე რეგიონში.
გავიმეორებ: საომარ პირობებში სარეკეტო სისტემა „ორეშნიკის“ გამოცდა ჩვენ მიერ ხდება რუსეთის მიმართ ნატოს წევრი ქვეყნების აგრესიულ მოქმედებათა საპასუხოდ და ამ რაკეტების შემდგომი განლაგების საკითხს გადავწყვეტთ აშშ-ისა და მისი სატელიტების მოქმედებათა შესაბამისად.
თავს უფლებამოსილად მივიჩნევთ, გამოვიყენოთ ჩვენი იარაღი იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, ასევე გამოიყენონ თავისი იარაღი ჩვენი ობიექტების მიმართულებით, ხოლო აგრესიულ მოქმედებათა ესკალაციის შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნება მტკიცე და სარკისებრი. რეკომენდაციას ვიძლევი, ამას სერიოზულად ჩაუფიქრდნენ იმ ქვეყნების მმართველი ელიტები, რომლებიც გეგმავენ თავისი სამხედრო კონტინგენტის გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ.
ცხადია, საპასუხო მოქმედებათა შემთხვევაში ჩვენ წინასწარ გავაფრთხილებთ უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას, რომ გამოყენებული იქნება „ორეშნიკის“ ტიპის სისტემები და იქ მყოფ მეგობარი ქვეყნების მოქალაქეებსაც ვთხოვთ, დატოვონ სახიფათო ზონა. ამას ჩვენ გავაკეთებთ ჰუმანიტარული მოსაზრებით - ღიად, საჯაროდ, მოწინააღმდეგის მხრიდან შესაძლო საპასუხო მოქმედებათა სრული იგნორირებით, რადგან დღეისათვის არ არსებობს აღნიშნული იარაღის საპირწონე ძალა. რაკეტები უტევენ დანიშნულების წერტილს 10 მახის სიჩქარით, რაც წამში 2,5-3 კილომეტრს შეადგენს. მსოფლიოში არსებული საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები და ამერიკელების მიერ ევროპისათვის შექმნილი ანტისარაკეტო შეიარაღება „ორეშნიკის“ ნეიტრალიზებას ვერ ახდენს. ეს გამორიცხულია.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს — არა რუსეთმა, არამედ საკუთრივ აშშ-მა დაანგრია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა და, ებღაუჭება რა საკუთარ ჰეგემონიას, მთელ მსოფლიოს გლობალური კონფლიქტისაკენ უბიძგებს.
ჩვენ ყოველთვის ვანიჭებდით უპირატესობას და ახლაც ვირჩევთ საკამათო საკითხების მშვიდობიან მოგვარებას, მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისათვის. თუ ვინმეს ამაში ჯერ კიდევ ეპარება ეჭვი, სულ ტყუილად! - პასუხი ყოველთვის იქნება!“