„იმიტომ, რომ ის იქნება ხიდი საქართველოსა და მეზობელს შორის - ყველგან იცნობენ, უყვართ და დიდ პატივს სცემენ;
იმიტომ, რომ არის სახელოვანი სპორტსმენი, ანუ ჯანმრთელი ძლიერი ტანისა და, შესაბამისად, ფხიზლად მოაზროვნე ადამიანი;
იმიტომ, რომ არის ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის;
იმიტომ, რომ არის ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მატარებელი - სამაგალითო მეოჯახე, მეუღლე და ოთხი შვილის მამაა;
იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გვარი სასურველია "შვილი"-ზე მთავრდებოდეს;
იმიტომ, რომ არის 100-პროცენტიანი ქართველი - გვარით, წარმოშობით და ჰაბიტუსით;
იმიტომ, რომ არის სპეტაკი პიროვნება და არანაირის პოლიტიკურ მამაძაღლობებში თუ ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობა არ მიუღია;
იმიტომ, რომ არის სიტყვის კაცი და ერთგული თავის შეხედულებებისა და სამეგობროსი;
იმიტომ, რომ სახელოვანი ფეხბურთელი-თავდამსხმელია, უშიშარი ვაჟკაცი და საქართველოს პატრიოტი!
მგონი, საკმარისია“, - წერს თავის Facebook-გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილი.
2024 წლის 27 ნოემბერი
საქართველო, თბილისი