საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს „დიფსთეითერებისგან“ გაასუფთავებს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ბრეითბართი“, რომელმაც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის მრჩეველთან ინტერვიუ ჩაწერა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტისა და სააგენტოების დაზვერვის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ამჟამად არიან თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღესვე დატოვებენ თანამდებობებს.
ეს კარიერული დაზვერვის თანამშრომლები მოდიან ისეთი ადგილებიდან, როგორებიცაა გამოძიების ფედერალური ბიურო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, თავდაცვის დეპარტამენტი და სხვა სამართალდამცავი, სადაზვერვო სააგენტოები, და ინფორმაციას აწვდიან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს.
საბჭოს აქვს სხვადასხვა პორტფელი, რომელიც ეხება კონკრეტულ საკითხებს, როგორებიცაა კონტრტერორიზმი და კიბერპოლიტიკა, ისევე როგორც რეგიონული პორტფელი, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთ ნახევარსფეროზე, ახლო აღმოსავლეთზე, ევროპასა თუ აზიაზე. მაიკ უოლცის განცხადებით, ამიერიდან საბჭოში ვინც თანამდებობას დაიკავებს, მხარს დაუჭერს პრეზიდენტის დღის წესრიგს.
1tv.ge