უცხოეთი
დონალდ ტრამპი - აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი - მამრობითი და მდედრობითი

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„წლების განმავლობაში გამოხატვის თავისუფლების უკანონო და არაკონსტიტუციური შეზღუდვების შემდეგ, მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას სამთავრობო ცენზურის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად და ამერიკაში სიტყვის თავისუფლების დასაბრუნებლად. აღარასდროს იქნება სახელმწიფოს უზარმაზარი ძალაუფლება გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რაც მე კარგად ვიცი. ჩვენ არ დავუშვებთ ამის განმეორებას. ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენ აღვადგენთ სამართლიან, თანასწორ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას კონსტიტუციური კანონის ფარგლებში. ჩვენ დავაბრუნებთ კანონსა და წესრიგს ჩვენს ქალაქებში. ამ კვირას მე ასევე დავასრულებ მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს რასისა და გენდერის სოციალურ ინჟინერიას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში. ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელიც ფერებს არ განასხვავებს და დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება. დღეიდან აშშ-ს მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი“, – განაცხადა ტრამპმა.

1tv.ge