აქტუალური
ირაკლი კობახიძე: „მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. „მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს.

ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და არის აბსოლუტურად კონტპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. „მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მის ღია წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია.