საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ამერიკული დახმარების შეჩერების საპასუხოდ, ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული დახმარების შეჩერება არის სიგნალი ევროკავშირისთვის, რომ საჭიროა საკუთარი დახმარების გაძლიერება კიევისთვის.
„ჩვენთვის ეს მკაფიო სიგნალია, მკაფიო გზავნილი ჩვენი საკუთარი მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებისთვის. საუბარია ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, არა მხოლოდ ევროკავშირის დონეზე, არამედ კონტინენტის“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი და აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა უკრაინას უკვე გაუწია 50 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება.
„ჩემი მხრივ, შემიძლია, მოგცეთ რეკომენდაცია, რომ გამოვიყენოთ SAFE ინსტრუმენტი. მის ფარგლებში ხელმისაწვდომია 150 მილიარდი ევრო. წევრ სახელმწიფოებს ეს სახსრები შეუძლიათ გამოიყენონ სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და უკრაინისთვის გადასაცემად, ან ინვესტირება უკრაინის თავდაცვით მრეწველობაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
1tv.ge