პუბლიკაციები
კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა მზადაა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი მოსკოვის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ყველა ქმედებას

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეა მზადაა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი მოსკოვის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ყველა ქმედებას, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვედრისას განუცხადა.

„როიტერის“ ცნობით, როგორც კიმ ჩენ ინმა ლავროვთან საუბრისას აღნიშნა, რადიკალურად ცვალებადი გლობალური გეოპოლიტიკის საპასუხოდ მოკავშირეების მიერ გადადგმული ნაბიჯები დიდ წვლილს შეიტანს მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

კიმ ჩენ ინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა მზადაა, „უპირობოდ დაუჭიროს მხარი და წაახალისოს რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზის მოგვარებასთან დაკავშირებული ყველა ზომა“.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.