აქტუალური
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში შევიყვანო

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოს 55 მოქალაქეს ლატვიაში შესვლაზე აკრძალვა დაუწესდება.

ბაიბა ბრაჟეს თქმით, აღნიშნული პირები ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა და მათ ​ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაუწესდათ.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ, იმიგრაციის კანონის 61-მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში შევიყვანო. ამ პირებისთვის ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.