აქტუალური
ამერიკელი სენატორი: პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება, - ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან რუსეთთან ახლოს ბირთვული წყალქვეშა ნავები გაგზავნა.

ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობისკენ ისწრაფვის და არა კონფლიქტისკენ. თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ის არც ობამაა, არც ბაიდენი და მასთან ხუმრობა არ შეიძლება. თქვენ საკუთარ შესაძლებლობებს აჭარბებთ!“, - წერს ლინდსი გრემი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალხან განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ მან „შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გასცა“.