უცხოეთი
დონალდ ტრამპი - სტივ უიტკოფს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, განახლებული ინფორმაცია გავაცანი ევროპელ მოკავშირეებს

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ახლახან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

„ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ახლახან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. შეხვედრის შემდეგ განახლებული ინფორმაცია გავაცანი ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს. ყველა თანხმდება, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე მომდევნო დღეებსა და კვირებში“, – წერს ტრამპი.

1tv.ge