პუბლიკაციები
ვლადიმერ პუტინი: უკრაინას უფლება აქვს უსაფრთხოების სისტემა აირჩიოს, მაგრამ რუსეთის ხარჯზე არ უნდა გააკეთოს

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინას უფლება აქვს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა აირჩიოს, მაგრამ ეს რუსეთის ხარჯზე არ უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უსაფრთხოების გარანტიები ნებისმიერ ქვეყანას უნდა ჰქონდეს, მათ შორის უკრაინას... თუმცა ეს ნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოება არ შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მეორე ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის, უსაფრთხოების ხარჯზე - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი არა ტერიტორიებისთვის, არამედ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის უფლებებისთვის იბრძვის.

გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არა ტერიტორიებისთვის, არამედ ადამიანის უფლებებისთვის და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის უფლებებისთვის ვიბრძვით...“, - აღნიშნა პუტინმა.