პოლიტიკა
კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის სხდომასა და „მეგობარ აქტზე“: კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ჰელსინკის კომისიის 10 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით, სადაც მოწმედ საქართველოდან სალომე ზურაბიშვილია მიწვეული, საქართველოს ხელისუფლება არაფერს ელოდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრჯერ გააჟღერა თავისი პოზიცია და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობა.

არაფერს ველოდებით... თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველოს ხელისუფლება მზად არის, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი მხრიდან, მათი მხრიდან, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – აღნიშნა კახა კალაძემ.