უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალები არ გეგმავდნენ პოლონეთის ტერიტორიის ობიექტებზე დარტყმებს

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალები არ გეგმავდნენ პოლონეთის ტერიტორიის ობიექტებზე დარტყმებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის დანაყოფების მიერ გამოყენებული დრონების მოქმედების მაქსიმალური მანძილი 700 კილომეტრს არ აღემატება.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციები გამართოს აღნიშნულ საკითხზე.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმები განახორციელეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე ივანო-ფრანკოვსკის, ხმელნიცკის, ჟიტომირის ოლქებში, ასევე ქალაქებში ვინიციასა და ლვოვში.

1tv.ge