უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ჩვენ შვიდი ომი მოვაგვარეთ, ერთის მოგვარება ყველაზე მარტივი მეგონა პუტინთან ჩემი ურთიერთობების გამო, თუმცა მან ნამდვილად იმედი გამიცრუა

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენ შვიდი ომი მოვაგვარეთ. ომები, რომლებიც მოუგვარებელი იყო და რომელთა მოგვარებაც შეუძლებელი იყო მოლაპარაკების გზით. ერთის მოგვარება, მეგონა, ყველაზე მარტივი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობების გამო, თუმცა მან იმედი გამიცრუა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩემთვის დიდი პატივია, გაცნობოთ, რომ ჩვენ შვიდი ომი მოვაგვარეთ, შვიდი ომი, ომები, რომლებიც მოუგვარებელი იყო და რომელთა მოგვარებაც შეუძლებელი იყო მოლაპარაკების გზით. აშშ-მა შვიდი მათგანი მოაგვარა. ერთი მათგანის მოგვარება, მეგონა, ყველაზე მარტივი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობების გამო, თუმცა მან იმედი გამიცრუა. მან ნამდვილად გამიცრუა იმედია, თუმცა ვნახოთ, რა გამოვა.

ვფიქრობდი, რომ ეს ერთ-ერთი უმარტივესი იქნებოდა, თუმცა ჩვენ თითქმის ყველა კონფლიქტი მოვაგვარეთ. როგორც იცით, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ისრაელისა და ღაზის საკითხზე. ყველაფერი, რაც იქ ხდება, რთულია, მაგრამ ეს მოგვარდება, ისევე როგორც რუსეთისა და უკრაინის ომი, თუმცა ომში არასდროს იცი, რა იქნება. ომი სხვა საქმეა. ისეთი რაღაცები ხდება, რაც საპირისპიროა იმისგან, რასაც ფიქრობდი. როდესაც ფიქრობ, რომ ეს მარტივი ან რთული იქნება, აღმოჩნდება, რომ საქმე საპირისპიროდაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

1tv.ge