საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა მას შემდეგ შეაჩერეს, რაც აშშ-მა „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ჩინეთის ეროვნული ნავთობკომპანიები – PetroChina, Sinopec-ი, CNOOC-ი და Zhenhua Oil-ი სანქციებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო უახლოეს მომავალში თავს შეიკავებენ საზღვაო გზით რუსული ნავთობით ვაჭრობისგან.
გამოცემის თანახმად, ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ინდოეთის, საზღვაო გზით რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მოსკოვიდან ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას გეგმავენ, რათა შესაბამისობაში იყვნენ აშშ-ის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ზღვით დღეში დაახლოებით 1.4 მილიონი ბარელი რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებს, ამ მოცულობის უმეტეს ნაწილს დამოუკიდებელი გადამამუშავებელი კომპანიები ყიდულობენ, მათ შორის, მცირე ზომის ოპერატორები.
1tv.ge