უცხოეთი
საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინა ტერიტორიებითა და სუვერენიტეტით არ ვაჭრობს. ამის შესახებ ანდრეი მელნიკმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნაწყვეტი ამ გამოსვლიდან უკრაინელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ჩვენ საშობაო ბაზრობაზე არ ვართ. რუსეთს უკრაინის კაპიტულაცია სურს. აი, ჩემი პასუხი: ბლითის ნახვრეტს მიიღებთ და არა უკრაინას“, – აცხადებს მელნიკი.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა 9 დეკემბერს გაიმართა. ის უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გახშირებული თავდასხმების საკითხს ეხებოდა.
1tv.ge