აქტუალური
დონალდ ტრამპი: გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარება აუცილებელია.

გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინელების 82% რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას ითხოვს.

მათ შეთანხმება სურთ. მე ეს მესმის. ისინი ყოველ კვირას ათასობით ადამიანს კარგავენ. მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, უკრაინას „კორუფციასთან დაკავშირებული მასიური პრობლემა აქვს“.

ეს არავის ცილისწამებას არ ნიშნავს. ხალხი კითხულობს: როდის იქნება არჩევნები? საერთოდ იქნება არჩევნები? თუ უბრალოდ ასე გაგრძელდება?“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მზადაა სამი თვის განმავლობაში არჩევნები ჩაატაროს, თუ აშშ და კიევის სხვა მოკავშირეები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.