პუბლიკაციები
საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს.
აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.
კანონპროექტის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, ხოლო თანასპონსორი – კონგრესმენი სტივ კოენი.