პოლიტიკა
რატომ არ მიუსამძიმრეს უცხოელმა და ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქართველ ხალხს პატრიარქის გარდაცვალება

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკური თვალსაზრისით, მათთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა ქართველი ხალხისთვის მიესამძიმრებინათ, თუმცა ეს სწორედ ის ძალაა, რომელიც საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიებს გეგმავდა. ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ისინი ხვალაც გააგრძელებენ მსგავს კამპანიებს, ხვალაც დაუპირისპირდებიან ეკლესიასა და სხვა ინსტიტუტებს, რომლებსაც გადამწყვეტი როლი აკისრიათ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, მათ წინ გაიხედეს, დაინახეს მომავალი კამპანიები და მათი ნებისმიერი განცხადება თუ სამძიმარი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ სამომავლო გეგმებს, რომელთა განხორციელებაც მოუწევთ. ეს ხომ აგენტურაა — ეს უცხოელი და ადგილობრივი პოლიტიკოსები სწორედ აგენტურას წარმოადგენენ. როგორ შეიძლება რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ან პოლიტიკოსმა — ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ — მიუსამძიმროს ქართველ ხალხს პატრიარქის გარდაცვალება, როცა იციან, რომ ხვალვე მოუწევთ ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერც არასამთავრობოებმა გაბედეს სამძიმრის თქმა და ვერც მათმა მეგობრებმა ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.