აქტუალური
გიგა ფარულავა: ჩვენთვის უცნობია, ვინ ჩამოდის აშშ-დან და რა საკითხებთან არის დაკავშირებული ვიზიტი

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. კონკრეტულ ვიზიტთან დაკავშირებით, რაზეც „ოცნების“ ლიდერები საუბრობენ, ჩვენთვის უცნობია, ვინ ჩამოდის, რა საკითხებთან არის დაკავშირებული ეს ვიზიტი. შესაბამისად, წინასწარ შეფასებებს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას კითხვა დაუსვეს მმართველი გუნდის განცხადებაზე, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრები აპრილისთვისაც არის დაგეგმილი.

კონკრეტული დეტალები როდესაც გვეცოდინება, შესაბამისი შეფასებებიც გვექნება. რაც შეეხება უშუალოდ დელეგაციებს შტატებიდან, რაც მეტი დელეგაცია იქნება წარმოდგენილი და რაც უფრო ხშირად ჩამოვა ამერიკული დელეგაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას მივესალმებით, ნამდვილად კარგია. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ აშშ-სთან პოლიტიკის გადატვირთვის შესაძლებლობაზე საუბრობს, ფაქტია, ჯერ შედეგებს ვერ ვხედავთ ქვეყნის სასიკეთოდ. შესაბამისად, დაველოდოთ. დელეგაციების ვიზიტი რაც უფრო ხშირი იქნება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს მისასალმებელია“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.