აქტუალური
სააკაშვილმა საფრანგეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა

1Mikhael_Saakashvili_1თბილისი, 15 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საფრანგეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს სატელეფონო საუბარში ისტორიულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფრანგულ-ქართულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, დაადასტურეს, რომ ამ ურთიერთობების პროგრესი სწრაფი ტემპით გაგრძელდება და უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილი გამოთქვეს“,– იტყობინება სააკაშვილის ადმინისტრაცია.

ამავე ცნობით, ფრანსუა ოლანდმა, რომელმაც 6 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკოლა სარკოზი დაამარცხა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოთქვა.