პოლიტიკა
თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. როგორც პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტში განაცხადეს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტს ხელმოსაწერად ჯერ არ გადაგზავნია.
ცნობილია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებით არ ისარგებლებს.
საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს და ის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება.