პოლიტიკა
თბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხელმოსაწერად დღეს გადაეგზავნება.
პარლამენტმა ასეთი ცვლილებები მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა.
როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის მიერ ცვლილებების დამტკიცების დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართა, რომელშიც მოუწოდა – კონსტიტუციურ ცვლილებებს ხელი არ მოაწეროს.