აქტუალური
თბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამხედროები პანამებსა და შორტებში იმსახურებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „აპსნიპრესი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, „სამხედრო ბაზაზე შემსუბუქებული საველე ფორმის 3 000-ზე მეტი კომპლექტი ჩავიდა. კლიმატური პირობების გათვალისწინებით შექმნილ კომპლექტში შედის სამხედრო ქუდი, პანამა, ქურთუკი, შარვალი, შორტები, მაისური, წინდები და ჩექმა. ყველა მათგანი ჩალისფერშია გადაწყვეტილი“.