აქტუალური
თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. გაცხადდა მინისტრთა კაბინეტის ახალი მონახაზი. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებები შევა:
ცვლილებები შეეხო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს: კობა სუბელიანს შეცვლის დალი ხომერიკი, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად მუშაობდა.
როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინა მთავრობის ახალი პროგრამაც, პროგრამა სამ ძირითად პრიოროტიტეს მოიცავს – დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვის სფერო.