აქტუალური
პრეზიდენტი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

1-Sexvedraaqtualuri2თბილისი, 11 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის იუსტიციის სახლში ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა.

პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა და ლამბერტო ზანიერიმ ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში მოახლოებული არჩევნები იყო. მხარეებმა ევროპული ფასეულობების შესახებაც ისაუბრეს.