თბილისი, 16 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზარდიაანთკარში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული საგანგებო შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით კი, ზარდიაანთკარში გახსნილი ქართული საგუშაგო ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტია.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ სურვილი გამოთქვეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სოფელში უსაფრთხოება და რომ მოსახლეობამ თავისუფლად გადაადგილება შეძლოს.
საქართველოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მისცეს გარკვეული გარანტიები ამ საკითხებზე და განმარტეს, რომ საჭიროა, მოეწყოს საზოგადოების ღია შეხვედრა, რათა დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა საგუშაგოს საჭიროების შესახებ.
ცნობისათვის: ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 26 ივლისს გაიმართება.