აქტუალური
თბილისი, 16 ივლისი, საქინფორმი. შვეიცარიამ საზღვარზე მონიტორინგისთვის კომპანიების სია წარმოადგინა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიოსადგურ „ეხო მოსკვისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენეთ, რომ საუბარი ეხება შვეიცარიის კომპანიას, რომელმაც უნდა აწარმოოს საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის მონიტორინგი. მთელი ვაჭრობა საზღვარზე მსო-ს ფარგლებში იწარმოებს სპეციალურად ამისთვის განკუთვნილი დერეფნების გავლით.
შვეიცარიული კომპანია პასუხისმგებელია თავისი ქვეყნის მთავრობის წინაშე.