პოლიტიკა
თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონში 18 ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ჩავლენ. განცხადება ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ლიდერის რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა გააკეთა.
ცნობისათვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები – ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), პოდრიგ მერფი (ეუთო) და ანტი ტურუნენი (გაერო) – საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და თბილისს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ სტუმრობენ და მხარეებთან დღის წესრიგსა და განსახილველ საკითხებს ათანხმებენ.