აქტუალური
თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადასვლის პროცესს იწყებს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი კომიტეტების, აპარატებისა და პარლამენტის სამსახურების უფროსებს შეხვდა.
რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, გიგაურის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუ რამდენი თანამშრომელი გადავა ქუთაისში სამუშაოდ. „აპარატის ხელმძღვანელობა ყველა თანამშრომელს სთავაზობს, რომ ქუთაისში იმუშაონ, ვინ წამოვა და ვინ არა, ეს მათ ნებაზეა დამოკიდებული“, – დასძინა გიგაურმა.
პარლამენტის თბილისის შენობა ჯერჯერობით გაყიდული არ არის. მის ნაწილში უკვე გადავიდა „საპარტნიორო ფონდის“ ოფისი, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს.
ცნობისათვის: კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტმა მუშაობა უკვე ქუთაისში უნდა დაიწყოს. საპარლამენტო არჩევნები კი ოქტომბერში ჩატარდება.