სამართალი
ლევან ბეჟაშვილს ლაშა თორდია შეცვლის, ამ უკანასკნელს კი – ეკა ხერხეულიძე

1-tordia-samarTali3თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლევან ბეჟაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია შეცვლის.

საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ ლაშა თორდიას ახალ თანამდებობაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ.

დამტკიცებამდე ლაშა თორდია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა.

თორდიას ადგილს კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სავარაუდოდ, მისი პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე დაიკავებს.

ცნობისათვის: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, სამსახურის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინწინ გააკეთა და ამის მიზეზად კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლებისთვის გვერდით დგომა დაასახელა.