საზოგადოება
„ქრისტიან-დემოკრატთა“ მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში

1-qdm-sazog2თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის 8 რაიონში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. ვაკეში კენჭს იყრის მოჭადრაკე ნინო გურიელი, ჩუღურეთში – კახა ბასილია, კრწანისში – ზაზა გაბუნია, ისანში – ლევან ვეფხვაძე, გლდანში – ინგა გრიგოლია, ნაძალადევში – ჯაბა სამუშია, სამგორში – მაგდა ანიკაშვილი, ხოლო მთაწმინდაზე – ფერია ანთია.

რაც შეეხება საბურთალოსა და დიდუბეს, ამ რაიონებში მაჟორიტარებს „ქდმ“ მოგვიანებით დაასახელებს.

თბილისის 8 რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატები „ქდმ“-ის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში მიმდინარე წინასაარჩვენო  შეხვედრაზე წარადგინა.