სამართალი
ადიგენში „ქართული ოცნების“ ოფისი კარავშია, პოლიციის წინ...

1-karavi-samarrr3თბილისი, 17 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ოფისის კარავში გახსნა ადგილობრივთაგან კოალიციისთვის  ფართის მიქირავებაზე უარმა გამოიწვია.
„ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების გამო ადგილობრივი მოსახლეობა სურვილის მიუხედავად „ქართულ ოცნებას“ საკუთარ სახლებს ქირით ვერ აძლევს. სწორედ ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ ადიგენის პოლიციის შენობის გვერდით სიმბოლური შტაბი დადგა“, – განმარტავენ კოალიციაში. „ქართული ოცნების“ სიმბოლური შტაბი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბიძინა გუჯაბიძემ გახსნა. მისი თქმით, მალე მთელი მსოფლიო გაიგებს, რა ფორმით ებრძვის საქართველოს ხელისუფლება მის კონკურენტებს.

„მთელი მსოფლიო გაიგებს იმ სამარცხვინო ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება ატერორებს ადგილობრივ მოსახლეობას და დევნის მას. ამის მიუხედავად ადიგენში ჩვენი მხარდამჭერი ძალიან ბევრია. „ქართულ ოცნებას“ აქ, დაახლოებით, 65-70%  უჭერს მხარს“, – აღნიშნა გუჯაბიძემ.