სამართალი
პატიმრებს 28 აგვისტოსთვის შეიწყალებენ

1-Sewyaleba-samarTaa1თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. მარიამობის დღესასწაულისათვის, 28 აგვისტოს, პატიმრების შეწყალება იგეგმება. შესაწყალებელ პირთა რეკომენდაციას პრეზიდენტს კომისია გადასცემს, რომლის სხდომაც 23 აგვისტოს გაიმართება.

ქართული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისია 203 საქმეს განიხილავს, მათ შორის, 25 ქალის და 8 არასრულწლოვანი პატიმრის საქმეს.

ცნობისათვის: კომისია, როგორც წესი, განიხილავს შემოსულ განცხადებებს და რეკომენდაციას აძლევს იმ პატიმრებს, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის ორი მესამედი და არ  ჩაუდენიათ მძიმე დანაშაული.