აქტუალური
„ქართული ოცნება“ დებატებში მონაწილეთა ვინაობას დღეს დაასახელებს

1-vinaoba-aqtuuu3თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტიკურ დებატებში მონაწილეთა ვინაობას დღეს დაასახელებს.

როგორც კოალიციის პრესსამსახურის უფროსმა ნონა ყანდიაშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა, შესაბამისი განცხადება დღეს გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ პარტიების სიების პირველი ნომრებისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატებს შორის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა. უკვე ცნობილია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მასში მონაწილეობას პრემიერმინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე მიიღებენ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველი დებატები 9 სექტემბერს გაიმართება.