სამართალი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ლაფანყურის სპეცოპერაციას გამოეხმაურა

1-misia-samarTaa1თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ლაფანყურში ჩატარებულ დევნის ოპერაციას გამოეხმაურა.

როგორც მათ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მისია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე ღონისძიებებს, რომლის შესახებაც მას ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ მიაწოდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამართალდამცველების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მისიისა და მისი ყველა წევრის სახელით გამოვთქვამ გულწრფელ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს“, – აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი.