აქტუალური
„სამართლიანი არჩევნები“ – წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგები

1-angariSi-aqtualuu1თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს გამოაქვეყნებს.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მეხუთე შუალედური ანგარიში 1 აგვისტოდან 26 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. მასში საუბარია ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სამართალდამცავ ორგანოებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათ კომპეტენციაში შემავალი თითოეული სამართალდარღვევის შემთხვევაზე.

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ აცხადებენ, ანგარიშში, ასევე, ასახულია „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრებისა და მოქალაქეებისთვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ.

პრესკონფერენცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.